დადიანის ქუჩის სარდაფის საქმე - მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

07.10.23 14:48
დადიანის ქუჩის სარდაფის საქმე - მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

 

მეგობრის მკვლელობაში მხილებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 44 წლის ბრალდებული დღეს განსასჯელის სკამზე დუმდა და თავის სამართლებლად არც ერთ სიტყვაა უთქვამს.

დადიანის ქუჩის სარდაფის საქმეზე დეტალები პროკურორმა გათქვა. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულში მხილებულმა კაცმა, როგორც ირკვევა მძინარე მსხვერპლს თავში გირა ჩაარტყა, შემდეგ ჭრილობები დანით მიაყენა, ბოლოს კი გვამი სარდაფში გადამალა.

პროკურატურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში კაცი თბილისში გადაადგილდებოდა, შემდეგ რეგიონში წავიდა, სადაც მისი დაკავება მოხდა.

უწყების ინფორმაციითვე, საქმეში დევს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც მამაკაცის ბრალეულობას ადასტურებს, თუმცა საპირისპირო პოზიცია აქვს დაცვის მხარე. დღეს დაკავებული ადვოკატი ითხოვდა, ბრალდებულს სასამართლოს სხდომათა დარბაზი ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების და გირაოს სანაცვლოდ დაეტოვებინა, თუმცა მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებული საპატიმროში გაუშვა.