"გომელაურმა და კალაძემ გაწირეს ეს ადამიანები" - კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველების აქცია

07.10.23 15:59
"გომელაურმა და კალაძემ გაწირეს ეს ადამიანები" - კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველების აქცია

 

კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ. 14-მა ოჯახმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ადგილობრივები მიწის ნაკვეთების ჩამორთმევას აპროტესტებენ. 

14 ოჯახი ერთადერთი სამოსახლო ადგილის გარეშე რჩება. ეს საქმე უკვე თვეებია მიდის. მიმართეს სასამართლოსაც, თუმცა მოსამართლემ ტერიტორია კერძო მესაკუთრეს გადასცა. 

"ჩვენ შევიკრიბეთ კოჯრის მოსახლეობასთან ერთად, 14 ოჯახი არის, სოციალურად დაუცველები სულ ყველა. იმის გამო, რომ გვქონდა სასამართლო პროცესი, მიწა იყო სადავო, შეიძინა ფიქტიურმა კომპანიამ, ამ კომპანიის უკან დგას ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე. აი, ამათმა გაწირეს ეს ადამიანები." - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.