თოკით აბამდა და სცემდა - პირველი ინტერვიუ მოკლული 14 წლის გოგოს ოჯახთან

07.10.23 17:12
თოკით აბამდა და სცემდა - პირველი ინტერვიუ მოკლული 14 წლის გოგოს ოჯახთან

პირველი ინტერვიუ მოკლული 14 წლის გოგოს ოჯახთან. იძულებით ქორწინებაში წაყვანილი მოზარდის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი სასიძომ იძულებით წაიყვანა და თვეების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. მამაკაცი  არასრულწლოვან საცოლეს თოკით აბამდა და სცემდა.  

"სულ მოდიოდა და არ ეშვებოდა გოგოს. ერთ გოგო ძროხის მოსაყვანად გარეთ იყო გასული, ბიჭი მისულა და უცებ ჩაუსვამს მანქანაში. გოგო გაქცევას ცდილობდა თუმცა ამ გოგომ ამის საშუალება არ მისცა და სცემა. შემდეგ გოგონა გაიქცა, თუმცა კაცმა დაიჭირა და თოკით წამოათრია სახლში. ასე დამღუპა და გამინადგურა ცხოვრება მაგ არაკაცმა. არადა გოგო სულ ეუბნებოდა რომ არ უყვარდა". - ამბობს ოჯახი.

დმანისში, დილიდან მოკლულ გოგონას გლოვობენ, მისი ნათესავები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ თავად არაფერი ჩაუდენიათ. ისინი ვერ აანალიზებენ, რამდენად მძიმე დანაშაულს შეუწყვეს ხელი, როდესაც ამ ყველაფერს ორი თვის განმავლობაში მალავდნენ.

გარდაცვლილი გოგო კი მშობლიურ სახლში, დმანისში უკვე გადაასვენეს.

ამ დრომდე, მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი გაქცეულია. პოლიცია მის კვალზე ისევ ვერ გადის. გავრცელებული ინფორმაციით, მას თან აქვს დანაშაულის იარაღიც.

როგორც გაირკვა, სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილთან საქორწილო საჩუქრის გადასაცემად წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორ თვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა.

ტრაგედია საგარეჯოში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით მიმდინარეობს.