პალესტინის ცნობით, ისრაელის საპასუხო კონტრშეტევას 198 პალესტინელი ემსხვერპლა, დაშავდა 1 610

07.10.23 18:03
პალესტინის ცნობით, ისრაელის საპასუხო კონტრშეტევას 198 პალესტინელი ემსხვერპლა, დაშავდა 1 610

პალესტინის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 198 პალესტინელი ემსხვერპლა, დაშავდა 1 610-მდე ადამიანი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ისრაელი კონტრშეტევაზეა გადასული. ამ წუთებშიც, საპასუხო დარტყმები ღაზას სექტორისკენ მიდის. ბოლო ერთ საათში, განადგურებულია ჰამასის 17 სამხედრო ობიექტი და 4 სამეთაურო პუნქტი. დაკავებულია ასევე 3 ტერორისტი.

ისრაელის შეიარაღებული ძალები სრულ მობილიზაციაზეა გადასული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. 

პარალელურად, გამოცხადებულია მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია.

პარალელურად, პალესტინელები, მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ, არ ინდობენ არც მოხუცებს და არც ქალებს. ვრცელდება მოროდიორობის ამსახველი კადრებიც, იძარცვება ისრაელის სამხედრო საგუშაგოებიც. მსხვერპლი ორივე მხარეს გაიზარდა.

ისრაელში გარდაცვლილთა რიცხვი 40-ს აჭარბებს, დაშავდა 750-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.