"ქურდული სამყაროს" შავი ბუღალტერია - რა სქემით სძალავენ პატიმრებს საქართველოში ფულს - ექსკლუზიური ჩანაწერები
"ქურდული სამყაროს" შავი ბუღალტერია - რა სქემით სძალავენ პატიმრებს საქართველოში ფულს და როგორ აგროვებენ საბანკო ანგარიშებზე ე.წ. ქურდულ "ობშიაკს".
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაკავებულია გეგუთის ციხის ე.წ. მაყურებელი, მანუჩარ გაბუნია იგივე „მანჩო“, განსასჯელის სკამზე ზის "მანჩოს" ცოლი.
გამოძიების ინფორმაციით, ათობით საბანკო ანგარიშიდან "ქურდული საერთოს" ფული ია ბერაია ირიცხებოდა.
პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ "კანონიერი ქურდების" წარმომადგენელმა ციხეში, პატიმრების რეკეტის და ფულის აგრგვინებს მთელი სქემა შექმნა, ამ ყველაფერში კი მთავარი თანამზრახველი მისი ცოლი იყო. ია ბერაია ქურდული "ობშიაკის" როგორების ბრალებით რვა თვის წინ დააკავეს და ციხეში 15 წლის გატარება ემუქრება.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი „მანჩო“ ფოთელი "კანონიერი ქურდების", -„ბონჩოს“ და „როკო“დაჯგუფების წევრია. პროკურატურის მასალებში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, გაშიფრულია "ქურდული საერთოს" შეგროვების მთელი სქემა, საბოლოოდ ფულით, რომელსაც პატიმრობის ოჯახის წევრებს არიცხინებდნენ, ძმებ ბაირამიდებთან და სოხუმელ "ქურდ" ირაკლი ყალიჩავასთან მიდიოდა.
ირკვევა, რომ "კრიმინალური ავტორიტეტები" ფულს საბანკო ანგარიშებზე აგროვებდნენ, კვალის არევის მიზნით კი ამ სქემაში ჩათრეული იყო ათობით მოქალაქე. სქემა ასე მუშაობდა - გეგუთის ციხის მაყურებელმა „მანჩომ“ მისი ნდობით აღჭურვილ 11 პატიმარს „ქურდული საერთოსთვის" ფულის ჩასარიცხად ნათესავების, მეგობრების და ოჯახის წევრების ანგარიშების მოძიება მოსთხოვა. რეკეტის შედეგად მითითებულ ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას პატიმრები მათ ოჯახის წევრებს სთხოვდნენ, საბოლოოდ ფულს "მაყურებლის" ცოლი, ია ბერაია ანაღდებდა, შუამავალ ირაკლი ჩხენკელს გადასცემდა რომელსაც უკვე თანხა ჩანთით თურქეთში, "ქურდებთან" მიჰქონდა.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით დგინდება, რომ ე.წ. ქურდული "ობშიაკისთის“ ჩარიცხულ ფულს ე.წ. ავტორიტეტი მანუჩარ გაბუნია ციხიდან ითვლიდა, ის საპატიმროდან ცოლს ყოველდღიურად ურეკავდა და აღრიცხავდა ვინ, როდის და რამდენი ჩარიცხა ანგარიშზე.
ციხიდან ე.წ. ქურდული საერთოს შესაგროვებლად "მაყურებლები" იყენებდნენ ხელოსნების, პენსიონერების, სტილისტების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების პირად ანგარიშებს.
"ქურდული" სამყაროს შავი ბუღალტერია - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი