"რაკეტები ღაზას სექტორიდან მთელი ისრაელის მიმართულებით მოდიოდა" - რას ყვებიან ომის ზონაში მყოფი ქართველები

08.10.23 11:48
"რაკეტები ღაზას სექტორიდან მთელი ისრაელის მიმართულებით მოდიოდა" - რას ყვებიან ომის ზონაში მყოფი ქართველები

ისრაელში მცხოვრები ქართველები "პირველებს" უყვებიან, რომ დაბომბვის ხმები მთელი ღამის განმავლობაში ესმოდათ. მათი თქმით, იერიშები მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც თავდასხმაზე ისრაელიც გადავიდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტის ეპიცენტრში საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის მიუხედავად, უკვე მეორე დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულთა რიგებში ქართველიც არის. ინფორმაციის დაზუსტება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სოციალურ ქსელში ასევე ანსამბლ "გორდელას" ვიდეოც ვრცელდება, რომელიც ისრაელში გასტროლზე იმყოფება. ამ კადრებში ჩანს, რომ ანსამბლის წევრები თავს ბუნკერს აფარებენ.

ისრაელში მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი ყვება, რომ შესაძლოა, ღაზას მხარეს 4 ქართველი იყოს ჩარჩენილი.

თქვეს, რომ მგონი 4 ქართველი ღაზას მხარეზე, რაღაც სამუშაოდ იყვნენგადასულები, გადადიან ხოლმე და ალბათ ჩარჩნენ იქ.. ვერ უკავშირდებიან. 
ღაზას სექტორიდან მთელი ისრაელის მიმართულებით მოდიოდა. ეს არ იყო კონკრეტულ ქალაქზე. ბრმად უშვებდნენ ყველა მიმართულებით, - ამბობს საქართველოს მოქალაქე. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც იტყობინება, რომ ღაზას სექტორიდან საქართველოს 4-ვე მოქალაქე ევაკუირებულია.