14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს
14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებული კაცი ამ დრომდე თავისუფლია. ასიმ ასლანოვის კვალზე პოლიცია უკვე მესამე დღეა ვერ გადის. ფიზიკურ ძალადობაში, არასრულწოვანი მოზარდის ცოლად შერთვასა და მკვლელობაში ეჭვიმიტანილს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
მთელი ღამის განმავლობაში პოლიციაში იკითხებოდნენ სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრები.
"პირველები" გაქცეული მამაკაცის ოაჯხის წევრებს ესუაბრა, რომლებიც ამბობენ, რომ მთელი რამის განმავლობაში საგარეჯოს პოლიციის მთარა განყოფილებაში გამომძიებელების კითხვებს პასუხობენ. მათი მტკიცებით, დამნაშავის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერ იციან.
სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორთვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გაქცეულს 15-ადნ -20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.