კორპუსების სახურავის გარეშე და დაბზარული კედლები - აგარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

08.10.23 12:58
კორპუსების სახურავის გარეშე და დაბზარული კედლები - აგარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კორპუსები სახურავის გარეშე, დაბზარული კედლები და სრული ანტისანიტარია - დაბა აგარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  სოციალურად გაჭირვებული დევნილები ცხოვრების გაუსაძლის ყოფაზე ალაპარაკდნენ.

ხორავას ქუჩაზეე მდებარე სამი კორპუსი მწყობრიდან არის გამოსული. კედლები დანესტილი და დაობებულია. კორპუსს სახურავი არ აქვს, რის გამოც წვიმის წყალი პირდაპირ ბინებში ჩადის.

ხალხიიი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. მათი თქმით, ქარელის მერია მათ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კორპუსის რეაბილიტაციისთვის თითოეულ ოჯახს 500 ლარის გადახდას სთავაზობს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ქარელის მერიის შეთავაზებას ვერ მიიღებენ, რადგან სოაციალურად გაწირვებულებს ამის სახსრები არ გააჩნიათ.

კიბეები არ ვარგა. ჭერი, რომ გამოვივლი, თუ გავასწარით - გავასწარით, თორემ ნალესი მოგვხვდება თავში. მაღლა  ჩამონგრეულია, ჭერი, კოჭები სულ დამპალა. ერთმა გაირბინა, ჩაუტყდა იატაკი და სულ აეგლიჯა ფეხი. აქ ვართ სულ რარიბი-ღატაკი ხალხი, თორემ ჩვენ თვითონ გავაკეთებდით, რატომაც არა? მაგრამ არ გავქვს სახსრები. ყოველდღიურ ლუკმა პურზე გამოვდივართ, - ამბობს კორპუსის მცხოვრები.