"სარდაფში მშვივრები ვიყავით" - რას ყვებიან ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს. ადგილობრივები, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და შემდეგ გაათავისუფლეს, მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ ცხოვრება მუდმივ შიშში უწევთ.
გვიჭირს. ვერ გადავდივართ, ვერ გაგვყავს იქით საქონელი.ხომ წამიყვანეს მეც. ტყეში ვიყავით ჩვენ და წაგიყვანეს. 12 ქართველი ვიყავით და 100 ოსი. ჩვენ მესამედ ვიყავით. მეორედ რომ დაგვიჭირეს, ორთვენახევარი ვიყავით ციხეზე, - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ოკუპანტები გატაცების შემდეგ სარდაფში მშიერს ამყოფებდნენ.
ვიყავით 6 კაცი დაჭერილი ერთი 10 დღე. „პადვალში“ ვიყავით, რავიცი, სადა ვიყავით... ხან მშივრები ვიყავით, - ამბობს ადგილობრივი.
ხალხი დახმარებას ითხოვს. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ძალიან ახლოს არიან, მაგრამ რა ვქნათ?! ცხოვრება უნდა შეიცვალოს, უნდა ცოტა მოწესრიგდს ეს ყველაფერი, რაღაც უნდა ეშველოს ამ ხალხს, რომ უსაფრთხოდ იყოს ხალხი. შიშს ქვეშ ვართ, - ამბობს ადგილობრივი.
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს. ე.წ. უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ მხოლოდ გასული 9 თვის განმავლობაში 376 დამრღვევი დააკავეს. ყველას ეგრედწოდებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ამ სტატისტიკაში, სავარაუდოდ, ქართული სოფლებიდან უკანონოდდდ გატაცებული ადამიანები მოიაზრებიან, თუმცაა კგბ-სა და სუსის მონაცემები ერთამენთს არ ემთხვევა.