არაადამიანური პირობები და ბულინგი გლდანის ციხეში - ოთხმა პატიმარმა პირი ამოიკერა
გლდანის ციხეში ოთხმა პატიმარმა პირი ამოიკერა. მიზეზი არადამიანური მოპყრობა, ბულინგი და შეურაცხყოფაა. პატიმრები გაუსაძლის მდგომარეობაზე წერენ წერილში, რომელიც "პირველებმა" ცოტა ხნის წინ მიიღო.
ირკვევა, რომ მსჯავრდებულებს სხვა ციხეში უნდათ გადაყვანა, მაგრამ პენიტენციური დაწესებულება უარზეა. საპყრობილეში მოთავსებულებს არც მკურნალობის საშუალება აქვთ.
მიმდინარე წლის მარტის თვეში იქნა მამაჩემი დაკავებული და პატიმრობაში ყოფნის დროს მოუვიდა ინსულტი. იყო ძალიან ცუდად. ატარებდნენ კამერა-კამერა, მე ვიყავი ე კორპუსის 66 საკანში და მამაჩემი როგორც კი ციხეზე მოიყვანეს, შესაბამისად, განცხადებებს ვწერდი ყოველდღე დაწესებულების დდირეატორს, ბატონ ნოდარ ქინქლაძეს. ასევე, ყველა მოადგილეს ვთხოვდი, რომ მამაჩემი ჩემთან საკანში გადმოეყვანათ, მაგრამ ამ განცადებით ვერაფერს გავხდი და აპრილის თვეშ მოვიდა ოფიცერი, ვინმე სახელად მამუკა და მითხრა, მამაშენი ძალიან ცუდად არისო და შენტან ითხოვსო. მეც დავთანხმდი და მამა რომ მომიყვანეს საკანშ, კაცი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო. ადგილზე თავდებოდა და ძალიან ცუდად იყო, ვტიროდი, კარებზე ხელებს ვურტყამდი და ყურადღებას არავინ მაქცევდა. საღამოს შემოვიდა კორპუსის ექიმი და მან მომიტანა მამაჩემისთვის პამპერსები და მან მითხრა, „შვილო, უკვე დიი ხანია ვეუბნები ადმინისტრაციას, რომ ეს ადმაიანი არაა ჩვენი პაციენტი და მერა გავაკეთოო“. მისივე თალწინ დავწერე განცხადება მთავარი ექიმის სახელზე და კორპუსის ოფიცერს მივეცი. სანამ შიმშილობა არ განვაცხადე, მომაკვდავი მამაჩემი არ გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში ერბეზე. ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. ამასობაში, ნომერ მეთვრამეტე დაწესებულებიდან „ვივა-მედის“ კლინიკაში გადაიყვანეს და სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. მე მივმართე პროტესტის უკიდურეს ზოომას გასული თვის 26 სექტემბერს, ამოვიკერე პირი სპილენძის მავთულით და ვითხოვ ჩემს ეტაპიებას მე-14 დაწესებულებაში, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. 4-ვე მსჯავრდებულს ტუჩები გავქვს ამოკერილი, დასიებული, დაჩიქრებული. ვართ ძალიან ცუდ დღეში. გთხოვთ, მამაჩემივით ნუ მომკლავთ ამავე დაწესებულებაში, - წერია წერილში.