"საშინელებაა, აფეთქებები არ წყდება" - საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ისრაელიდან 150-ზე მეტი მგზავრი სამშობლოში ქართული ავიახაზების ბორტით დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო, საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება მაინც შეძლეს.
ჩამოსულები საომარ ზონაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობენ.
საშინელი მდგომარეობა იყო, არ წყდებოდა აფეთქებების ხმები. ჩვენ ქალაქში კონკრეტულად იყო 2-3, მაგრამ სხვა ქალაქებიდან ხმა არ წყდებოდა. ძირითადად იყო სამხრეთ ნაწილში და ცუდი სიტუაციაა ძალიან. ამ წუთშიც კი, ფეხითაც შემოსულები არიან, სამი გზით არიან შემოსულები არაბები ტერიტორიაზე და ბევრი ტყვე ჰყავთ აყვანილი, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ არაბებს ბევრი ებრაელი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.
მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. ჯერჯერობით არაფერი დამთავრებლა, იმიტომ, რომ ზევიდან არ ბომბავენ, მაგრამ ეს ტყვედ რომ ჰყავთ ად ძალიან ბევრი ახალგაზრდა რომაა, ესაა მძიმე, - ამბობს ქალი.
თელავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს კიევ 3 რეისი შესრულდება.