ფემიციდი და ნაადრევი ქორწინება - უფლებადამცველები სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

08.10.23 18:23
ფემიციდი და ნაადრევი ქორწინება - უფლებადამცველები სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

ფემიციდი და ნაადრევი ქორწინება -  განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება ამ მიმართულებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებები ნაადრევი ქორწინების  შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ. ყველაფერი იცის პოლიციამაც და სკოლამაც, მაგრამ არასწრულოვნებს არავინ იცავს.

ის, რაც ჩანს, განსაკუთრებულად საგარეჯოს შემთხვევაში, ეს არის ეთნიკური უმცირესობებით, კომპაქტურად დასახლებულ თემებშ, რეგიონებში, ყველა მიღწევის, რაც ზოგადად ქალტა ძალადობის მიმართულებით ჩანს, ამ მიღწევების არ არსებობა, იმიტომ, რომ ამ რეგიონებში, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნქციონირებას აქვს სრიოზული პრობლემა. ვხედავთ, რომ ეს არის პერიფერიებად ქცეული რეგიონები, სადაც არც პოლიცია მუშაობს სათანადოდ, არც განათლების სისტემა მუშაობს სათანადოდ, არც სოციალური ზრუნვის სისტემები და შეიძლება ითქვას, რომ ეს მიტოვებულობის და არაღიარების რეალობა არის ძალიან მძიმე, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

ბოლო შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა. 14  წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს, ქმარი სკოლის მოსწავლეზე ორი თვის განმავლობაში ძალადობდა - ბოლოს კი ის სახლში იარაღით მოკლა.