28 წლის კაცს, რომელმაც 14 წლის გოგოზე ჯერ იძალადა და შემდეგ მოკლა, შსს ვერ პოულობს
სკოლის მოსწავლის მკვლელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ პოულობს. იძებნება 28 წლის კაცი, ვინც 14 წლის გოგოზე კახეთში ჯერ იძალადა და შემდეგ იარაღით მოკლა.
ამ შემზარავი დანაშაულიდან ორი დღის შემდეგაც მკვლელის ოჯახი ამტკიცებს, რომ არასწრულოვანი საკუთარი სურვილით გათხოვდა. არადა, სულ სხვა ამბავს ყვებიან მოკლულის ახლობლები.
სკოლის მოსწავლე დმანისიდან ორი თვის წინ მოიტაცეს და ისამ პერიოდის განმავლობაში სოფელ ლამბალოში, პრაქტიკულად, ტყვეობაში იყო. საგარეჯოში ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ პოლიციისთვის არავის უცნობებია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.