"ტუჩები გვაქვს ამოკერილი და დაჩირქებული" - პატიმრების წერილები "პირველებს"
გლდანის ციხეში ოთხმა პატიმარმა პირი ამოიკერა. მიზეზი არადამიანური მოპყრობა, დამცირება და შეურაცხყოფაა. პატიმრები გაუსაძლის მდგომარეობაზე წერენ წერილებში, რომელიც დღეს "პირველებმა" ნომერ მერვე დაწესებულებიდან მიიღო.
საპყრობილეში მოთავსებულებს არ აქვთ მკურნალობის საშუალება., არ აძლევენ საჭირო მედიკამენტებს, რის გამოს ოჯახებს წამლების შეძენა და ციხეში შეგზავნა უწევთ. კრიტიკას ვერ უძლებს კვების რაციონიც.
რა ხდება პენიტენციურ სისტემაში ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.