ქვეყანაში პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებამ სისტემური ხასიათი მიიღო - რა აჩვენა კვლევამ

09.10.23 13:41
ქვეყანაში პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებამ სისტემური ხასიათი მიიღო - რა აჩვენა კვლევამ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დღეს ცხრა თვიანი მუშაობა შეაჯამა. ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებამ სისტემური ხასიათი მიიღო.

სტატისტიკის მიხედვით, პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების  ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი მზარდია.

ბევრი მიმართულებით გვაქვს სამუშაო, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ არამარტო საზოგადოების არამედ კერძო საჯარო სექტორში მომუშავე პირების ცნობიერების ამაღლება მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით. ბევრი გვაქვს სამუშაო, იმდენად რამდენადაც, ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება ჩვენს საზოგადოებაში მონაცემთა დაცვის უფლების შესახებ. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, გასული წლის საქმიანობის ანგარიშს თუ გადავხედავთ და შევადარებთ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, როგორც მომართვიანობა, ასევე ინსპექტირება", - ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თქმით, არსებობს ახალი რისკები და გამოწვევები, რომელსაც ქართულმა კანონმდებლობამ შესაბამისად უნდა უპასუხოს. უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ასეთი მასშტაბური პერსონალური მონაცემების დამუშავება არ ყოფილა, რაც ხაზს უსვამს საკითხის აქტუალურობას.

გვაქვს ახალი გამოწვევები და რისკები. არასდროს ასეთი მასშტაბური პერსონალური მონაცემების დამუშავება არ ყოფილა. იმისათვის, რომ ყველა ამ გამოწვევას, მათ შორის ტექნოლოგიურ გამოწვევას უპასუხოს ქართულმა კანონმდებლობამ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სტანდარტს და არაერთ საკითხს აწესრიგებს", - ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დავით ყარაშვილი.