პირველ კლასში ის ბავშვები შეძლებენ შესვლას, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ

09.10.23 15:55
პირველ კლასში ის ბავშვები შეძლებენ შესვლას, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ

განათლების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან პირველ კლასში ის ბავშვები შეძლებენ შესვლას, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ. 

"განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. დიდი ინტერესი და მშობლების მხრიდან მომართვაა ბოლო წლებში და ამ საკითხზე  ცვლილება დავიწყეთ 2 წლის წინ".-  თქვა გიორგი ამილახვარმა. 

მშობლების ნაწილის თქმით კი  ლოგიკური და სამართლიანი იქნება იმ ბავშვებსაც შეეძლოთ სკოლაში შესვლა, ვისაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.