"ნას­ვა­მი მძღოლი დაეჯახა, 15 მეტრზე გა­და­აგ­დო ბავ­შვი"- 15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

09.10.23 16:14
"ნას­ვა­მი მძღოლი დაეჯახა, 15 მეტრზე გა­და­აგ­დო ბავ­შვი"- 15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. "პირველების" ინფორმაციით, მოზარდს, 1 კვირის წინ,  ველოსიპედით სეირნობისას მანქანა დაეჯახა.

მარიშა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იყო და დღეს დილით გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლი დაკავებულია.

სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელის" დამფუძნებლის თქმით, ახალგაზრდას ნასვამი მძღოლი დაეჯახა. 

"მანქანა დაეჯახა გა­მარ­ჯვე­ბა­ში, რო­გორც ვიცი, იქ ჰქონ­დათ სახ­ლი, გა­მო­ვი­და ში­ნი­დან, ვე­ლო­სი­პე­დით უნდა ესე­ირ­ნა. და­ე­ჯა­ხა ვი­ღაც ნას­ვა­მი, 15 მეტრზე გა­და­აგ­დო ბავ­შვი. ძა­ლი­ან უყო­ჩა­ღია სას­წრა­ფოს, ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ვიდ­ნენ. პირ­ვე­ლი­ვე კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, და­ლე­წი­ლი, დამ­ტვრე­უ­ლი იყო ბავ­შვი, ტრე­პა­ნა­ცი­აც კი გა­უ­კე­თეს. შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. რო­გორ იმე­დი გვქონ­და, რომ გა­მო­ვი­დო­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, არა­ფე­რი და­აკ­ლეს, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო ფეხ­ზე იდგა", - ამბობს ჩხეიძე.