უბედური შემთხვევა გურჯაანში - დაშავებული 9 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

09.10.23 17:04
უბედური შემთხვევა გურჯაანში - დაშავებული 9 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

გურჯაანში მეგობრის მიერ 9 წლის ბავშვი გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. 

ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ირკვევა, რომ მოზარდს ჭრილობები თვალისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდი მეზობელთან სათამაშოდ წავიდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრები მომხდარით შოკირებულები არიან. მოზარდის ბებიის თქმით, მისთვის უცნობია, საიდან ჰქონდა ბავშვს იარაღი ან როგორ გაისროლა.

ბავშვი იყო მეზობელთან წასული, მეზობელი მეორე, გვერდითა უბანში ცხოვრობს. ეს ბავშვი არის ჩემი გიას თანაკლასელი. კისტის თოფით თამაშობდნენო, ან ამ ბავშვის ხელში ის კისტის თოფი საიდან აღმოჩნდა არ ვიცი. როგორ გაისროლა, როგორ დაუზიანდა ბავშვს თვალი, რა მოხდა არ ვიცი. მარტო თვალი არა, თვალიდან წავიდა თავში, შევიდა ტვინში და იქ გასკდა. გარდერობზეო თუ სადღაც, არ ვიცი სად ჰქონდათ შენახული, თბილისშია გადაყვანილი", - ამბობს დაშავებული ბავშვის ბებია.