"მიხედეთ თქვენს თავსო" - ისრაელში ჩარჩენილი ქართველები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ

09.10.23 17:22
"მიხედეთ თქვენს თავსო" - ისრაელში ჩარჩენილი ქართველები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ

ისრაელში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ. ისრაელში მყოფი ქართველი ამბობს, რომ ცხელ ზონაში მყოფ ქართველების ოჯახს ცხელი ხაზის ნომერი მისცა, თუმცა იქ უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ. 

დღეს მქონდა ასეთი შემთხვევა: სრულიად უცხო ოჯახი დამიკავშირდა, ახალი ჩამოსულები, ცხოვრობენ ცხელ წერტილსი, აშგელოში. თითქმის თავშესაფარში ატარებენ დღე-ღამეს. მივეცი მათ ცხელი ხაზის ნომერი, არ ვიცი ვის ესაუბრენ., მაგრამ გაესაბრნენ და უთხრეს, რომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით, იმიტომ, რომ არ არის გამოცხადებული ევაკუაცია. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ახლა თქვენ გადაადგილდეთ, იმიტომ, რომ ეს საშიშიც არის ა თუ თქვენ სურვილი გექნებათ, პირადად აიყვანეთ ტაქსი ან სთხოვეთ ვინმეს და მიხედეთ თქვენს თავს, - ამბობს საქართველოს მოქალაქე.