პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება და შანტაჟი - ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება და შანტაჟი. ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. წლიდან წლამდე იზრდება დაზარალებულთა რიცხვი. ადამიანებს ემუქრებიან და ევაჭრებიან, რომ კადრებს გამოუქვეყნებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფულს სძალავენ. მსხვერპლის დიდი ნაწილი არასრულწლოვანები არიან, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო ამძიმებს. ანგარიში და სტატისტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა.
დანაშაულებრივი სქემა ასე მუშაობს. მოზარდების სოციალური ქსელებიდან იპარავენ ინტიმური შინაარსის პირად მიმოწერას ან ვიდეო მასალას და ამის შემდეგ, იწყება მათი შანტაჟი. ეს უკვე სისტემური პრობლემა გახდა, თუმცა არ არსებობს ჯერ მის წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე გზა, რაც დანაშაულის პრევენციას მოახდენს. არადა პირადი ცხოვრების კადრებით მუქარას მოქალაქეები ხშირად სუიციდამდეც კი მიჰყავთ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.