წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტროენერგია - რას ამბობენ თბილისის მერიაში

09.10.23 20:09
წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტროენერგია - რას ამბობენ თბილისის მერიაში

ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. სხვადასხვა ადგილას ხეები წაიქცა, რამაც ელექტროენერგია დააზიანა, მარიჯანის ქუჩაზე კი კედელი ჩამოიშალა - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა, ძირითადად, საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222 - წერს მერია.