ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - როგორია 10 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
ხვალ, 10 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.