"დედამ სკოლას დაუმალა, რომ გოგო გაათხოვეს" - მოკლული 14 წლის გოგოს საქმის პროკურორი სასამართლოზე
"დედას სკოლიდან დაურეკეს, რატომ არ დადიოდა გოგო სკოლაში, დედამ დამალა რომ ის გათხოვილი იყო" - ამის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განცხადა.
ხატია გოგრიჭიანის თქმით, მოკლული 14 წლის გოგო ერთხელ აბაზანის ფანჯრიდან გაიქცა ე.წ. ქმრის სახლიდან და დედამ, რომელსაც შვილი ტირილით ეხვეწებოდა, არ დამაბრუნოო, დააბრუნა. ამის შესახებ იცოდა ბიძამაც.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედის და ბიძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.