"დედა იყო ნიშნობის ორგანიზატორი"- უმძიმესი დეტალები 14 წლის აითაჯის საქმეზე
14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალი დეტაები ხდება ცნობილი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის განცხადებით, აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო.
ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, სწორედ დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება 30 წლამდე კაცთან.
ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის გოგონას დედისა და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ბრალდების მხარე წარადგენს ყველა ფაქტს და მტკიცებულებას, იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი. რადგან დედა ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშაულო წვრილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში.
რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, აუცილებლად ბრალდების მხარე კანონის გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.
დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისგან მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - განაცხადა ხატია გოგრიჭიანმა.