14 წლის გოგოს მკვლელობის საქმე - აითაჯის მამა სკოლის დირექტორის დაკავებას ითხოვს
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს მამამ ნიშნობის შესახებ არაფერი იცოდა. აიტაჯის მამა შვილის მკვლელობაში მეუღლეს და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირომავა წერს.
შეგახსენებთ, რომ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.