ქართველების ევაკუაცია ისრაელიდან - თბილისის აეროპორტში სპეცრეისი 50 წუთით იგვიანებს
ყურადღების ცენტრშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. წუთი წუთზე აეროპორტში სპეცრეისის დაშვებას ელოდებიან. აირზენას კუთვნილი თვითმფრინავი წესით უკვე თბილისში უნდა იყოს, თუმცა რეისი 50 წუთით იგვიანებს.
ბორტზე ისრაელში მცხოვრები ქართველები არიან. საომარი მოქმედებების ზონიდან ზოგი დაბრუნდა, თუმცა ხალხის დიდი ნაწილი, ბილეთს და თავისუფალ ადგილს თვითმფრინავში, ამ წუთებშიც ელოდებიან.