14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე - პოლიციამ მოზარდის მამა გამოკითხვაზე პირდაპირ შვილის დაკრძალვიდან გადაიყვანა

12.10.23 13:45
14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე - პოლიციამ მოზარდის მამა გამოკითხვაზე პირდაპირ შვილის დაკრძალვიდან გადაიყვანა

"პირველების" ინფორმაციით, საგარეჯოში სასტიკად მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა პოლიციამ დაკითხვაზე პირდაპირ შვილის დაკრძალვიდან გადაიყვანა, სასაფლაოდან გადაიყვანა. 

ისა შახმიროვის გამოკითხვას სამართალდამცველები მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდნენ. 

"პირველების" ინფორმაციით, კაცი მოსკოვიდან გუშინ გვიან ღამით სპეციალურად შვილის დაკრძალვისთვის დაბრუნდა. ის ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

კაცის ახლობლები და ნათესავები "პირველებთან" ამტკიცებდნენ, რომ მამამ შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა. შესაბამისად შახმიროვებს აინტერესებთ, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება საქართველოში ერთი დღის ჩამოსული მამით. 

"კაცი საფლავზე იყო, შვილის დაკრძალვაზე, წუხელ ჩამოვიდა და წაიყვანა პოლიციამ დაკითხვაზე. ჩემი ძმა რა შუაშია ამ ყველაფერთან, ერთი წელია საქართველოში არ ყოფილა". - ამბობს კაცის ოჯახი.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მამამ გარდაცვლილი შვილი დმანისიდან წამოიყვანა, რადგან დედის ოჯახს დაკრძალვის საშუალება არ ჰქონდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომობილით დაატარებდა. 

არ არის გამორიცხული, რომ მოკლული 14 წლის გოგოს ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას  დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

აითაჯ შახმაროვას  მკვლელობაში  ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები