იცოდა თუ არა მამამ 14 წლის გოგოს იძულებითი ქორწინების შესახებ? - 6 საათზე მეტია გამოკითხვა მიმდინარეობს

12.10.23 20:23
იცოდა თუ არა მამამ 14 წლის გოგოს იძულებითი ქორწინების შესახებ? - 6 საათზე მეტია გამოკითხვა მიმდინარეობს

 

უკვე 6 საათზე მეტია გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, იცოდა თუ არა მამამ, რომ მისი შვილი გატაცებული იყო და იძულებით ცხოვრებას აიძულებდნენ კაცთან, რომელმაც 14 წლის აითაჯი მოკლა.

დანაშაულის დაფარვისთვის უკვე დაკავებულია აითაჯის დედა და ბიძა. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

 საგარეჯოში სასტიკად მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა პოლიციამ დაკითხვაზე პირდაპირ შვილის დაკრძალვიდან გადაიყვანა, სასაფლაოდან გადაიყვანა. 

ცნობილია, რომ მოკლული გოგონას მამა ერთი წელია რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში  შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. 

კაცის ახლობლები და ნათესავები "პირველებთან" ამტკიცებდნენ, რომ მამამ შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა. შესაბამისად შახმიროვებს აინტერესებთ, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება საქართველოში ერთი დღის ჩამოსული მამით. 

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მამამ გარდაცვლილი შვილი დმანისიდან წამოიყვანა, რადგან დედის ოჯახს დაკრძალვის საშუალება არ ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები