თაღლითობაში მხილებული ნოტარიუსები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა
თაღლითობაში მხილებული ნოტარიუსები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს ყველაზე მეტად ის ხალხი ელოდა, ვინც ამ ნოტარიუსების ხელმოწერით უბინაოდ დარჩნენ. სულ საქმეში 100-მდე დაზარალებული ფიგურირებს. ნუნუ გინტურის დაცვის მხარე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიანიშნებდა. ნოტარიუსი თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს ორჯერ იყო გათავისუფლებული თანამდებობიდან. თუმცა არც ეს და არც დაცვის მხარის სხვა არგუმენტები მოსამართლისთვის დღეს მისაღები არ აღმოჩნდა. არსებობს მიმალვის საფრთხე - სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და ნოტარიუსები ციხეში გაუშვა.