თვითმკვლელობის მცდელობა, თუ უბედური შემთხვევა? - რა მოხდა ბათუმში

10.06.21 11:46
თვითმკვლელობის მცდელობა, თუ უბედური შემთხვევა? - რა მოხდა ბათუმში

კრიტიკულად მძიმეა ბათუმში მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

30 წლამდე ქალი საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით და შოკურ მდგომარეობაში გუშინ შეიყვანეს. პარალელურად პოლიცია ადგენს, რა ვითარებაში და როგორ გადმოვარდა სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბათუმში სამი თვის წინ ჩავიდა. 

თვითმხილველები "პირველებთან" აცხადებენ, რომ ქალს ერთ-ერთი ახალგაზრდა დაბლიდან მოუწოდებდა, რომ არ გადმომხტარიყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ქალს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

კიდევ ერთი ვერსიით ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იყო, სავარაუდოდ, აივანზე წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.