როდის იქნება საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელი ორნიშნა? - ,,ლელოს" შეკითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

15.06.21 15:39
როდის იქნება საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელი  ორნიშნა? - ,,ლელოს" შეკითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

როდის იქნება საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელი ორნიშნა - ეს კითხვა დღეს პარლამენტში პარტია ,,ლელოს" წევრებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დაუსვეს.

გიორგი კაკაურიძემ კი უპასუხა, რომ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს უახლოესი 10 წლის განმავლობაში.

მინისტრის მოადგილე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციურმა პარტიამ დაიბარა. მათ ძირითადად კითხვები ჰქონდათ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

თქვენ გინდათ, რომ მოსახლეობას ჩაუდოთ თავში, რომ 5%-იანი ზრდა არის იმის მაქსიმუმი, რასაც საქართველო მიაღწევს, არ გეთანხმებით ამაში. არ გაქვთ ხედვა, გეგმა და იმის უნარი, რომ განახორციელოთ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაკაურიძემ ,,ლელოს" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა პანდემიურ პერიოდში შეუძლებელია.

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას 10%-იანი ზრდა ვერ ექნება. პანდემია არ მომხდარა, არ არსებობს? - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი სიახლეები