ბიზნესს ავიწროვებენ - ,,მაგთი" მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ

15.06.21 15:51
 ბიზნესს ავიწროვებენ - ,,მაგთი" მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ

,,მაგთი" მარეგულირებლის წინააღდეგ, ქვეყნის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი მარეგულირებელ კომისიას ბიზნესის დევნაში ადანაშუალებს და  წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

,,მაგთიკომი" განცხადებაში წერს, რომ რეგულატორი იმდენად ავიწროვებს ბიზნესს, რომ ბაზრიდან მსხვილი ოპერატორები გარბიან და ისინიც დაფიქრდნენ, ღირს თუ არა ამხელა ინვესიტიციების ჩადება რეგიონების ინტერნეტიზაციაში.

ჩვენ არ გვსურს, ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ ორგანოსთან, რომელიც ყოვედღიურად დაკავებულია არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით, იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გასულია სამართლებრივი სივრციდან, ამავდროულად, არ არსებობს კონკრეტული ხედვა დარგის განვითარების, - აცხადებს ,,მაგთის" წარმომადგენელი.

დღეში ,,მაგთის" დაახლოებით 40 კილომეტრი ოპტიკური ქსელი გაჰყავს რეგიონების ინტერნეტით უზრუნველსაყოფად.