ბოლნისში კაცმა ცოლს სცემა, ქალმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

15.06.21 16:35
ბოლნისში კაცმა ცოლს სცემა, ქალმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა

საზარელი ამბავი ბოლნისში - კაცმა ცოლი სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ქალი კლინიკაში გადაყვანამდე  გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გარდაცვლილის მეუღლე, 1971 წელს დაკავებული პირი,  დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებულს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.