ლევან ვასაძის ულტიმატუმი ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია - ,,თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი

15.06.21 16:54
ლევან ვასაძის ულტიმატუმი ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია - ,,თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი

,,თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი, ლევან ვასაძის ულტიმატუმის მიზეზად ხელისუფლებას უმოქმედობას ასახელებს. თაბაგარი თვლის, რომ ვასაძე ქვეყანაში რუსულ კანონებს ლობირებს და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად. ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული...
ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იგივეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებსა და სახელმწიფოს! ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება, -
წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.  
 

მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, ჰომოფობი ლევან ვასაძე, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და პრაიდის გაუქმებას მოითხოვს. ვასაძე მთავრობას "პრაიდის" გასაუქმებლად 10 დღიან ვადას აძლევს.