მკვლელობა და თვითმკვლელობა - რა მოხდა სოფელ მუხრანში

15.06.21 17:12
მკვლელობა და თვითმკვლელობა - რა მოხდა სოფელ მუხრანში

მკვლელობა და თვითმკვლელობა მუხრანში - "პირველების" ინფორმაციით, სოფელში შუახნის მამაკაცი ორი დღის წინ მოკლეს, მომხდარიდან მეორე დღეს კი 27 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ახალგაზრდა კაცის ცხედარი სოფელში მდებარე ერთ-ერთი მარკეტის მიმდებარედ ნახეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობისთვის ძებნილი პირი გარდაცვლილის თანასოფლელია, მან 62 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა და გაიქცა. 

მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივები ვაარუდობენ, რომ  მკვლელობა ბიზნესდავას უკავშირდებოდეს.  ოჯახი ხორცის მაღაზიას ფლობდა და საქონელი ხშირად თბილისშიც მიჰქონდა. 

რაც შეეხება სიუციდის ფაქტს, ადგილობრივები ვერ ასახელებს მიზეზს, საუბრობენ შურისძიების მოტივზეც,

,,მამის გამო შურისძიებას ფიქრობდა და დაასწრეს" - აცხადებს სოფელ მუხრანის ერთ-ერთი მკვიდრი.