საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

15.06.21 17:24
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში პატრულ-ინსპექტორი იკითხება, რომელიც ირწმუნება, რომ  20 ივნისის მოვლენებისას ადგილზე იმყოფებოდა და გაიგო მელიას მოწოდებები პარლამენტის შტურმის შესახებ. 

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.