ფულადი კომპენსაცია 20 ივნისს დაზარალებულებისათვის - კანონპროექტს ოპოზიცია არეგისტრირებს

15.06.21 17:23
ფულადი კომპენსაცია 20 ივნისს დაზარალებულებისათვის - კანონპროექტს ოპოზიცია არეგისტრირებს

ფულადი კომპენსაცია 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებისთვის - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმწომწერი ოპოზიცია არეგისტრირებს. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დაზარალებულებს კომპენსაციასთან ერთად მკურნალობის ხარჯებსაც აუნაზღაურებენ. 

რეალურად დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული ძალიან ბევრ ადამიანს, ამიტომ ეს კანონპროექტი დაეხმარება ამ ადამიანებს სტატუსის დადგენაშიც, დაეხმარება დახმარების მიღებაშიც და დაგვეხმარება იმაშიც, რომ მომავალი რეალურად გამოძიებული და დასჯილი იქნას დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საზიანოდ, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. 

ამ წუთებში კანონპროექტს ,,გავრილოვის ღამის" 2 დაზარალებული ეცნობა. აქვთ თუ არა მათ შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით, ცნობილი  შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება.