ბავშვთა უფლებების დარღვევაა, რასაც თქვენ აკეთებთ - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

15.06.21 17:25
ბავშვთა უფლებების დარღვევაა, რასაც თქვენ აკეთებთ - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

ნინოწმინდის პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა, ჟურნალისტები ბავშვთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. 

ბავშვები არიან ზეწოლის ქვეშ, თქვენ რომ გარეთ დგახართ, ერთია, რომ რეპორტაჟებს აკეთებთ და მეორე ზეწოლაა, ბავშვთა უფლებების დარღვევაა, რასაც თქვენ აკეთებთ, გალავნის გარეთ გამოდიან, ეკითხებით, კითხვებს უსვამთ," - ამბობს მეუფე იაკობი.