მხოლოდ იმ მიწას ვითხოვთ, რაც ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდათ - აქცია ბობოყვათში

15.06.21 17:31
მხოლოდ იმ მიწას ვითხოვთ, რაც ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდათ - აქცია ბობოყვათში

საპროტესტო აქცია ბობოყვათში. მოსახლეობა აჭარის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ზღვისპირა ზოლის 30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აუქციონზეა გატანილი. შეკრებილების თქმით, ტერიტორიით ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირია დაინტერესებული და აუქციონის პირობებიც მის ინტერესებს მოარგეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათს წინაპრებს ეკუთვნოდა და ამის დამადასტურებელი საარქივო მასალა გააჩნიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მიწების  აუქციონზე გატანა გადაწყვიტა.

თუ მთავრობას არ შეუძლია, აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, მაშინ ამას ხალხი წყვეტს. გავაფრთხილეთ მთავრობა, რომ მოსულიყვნენ, დეპუტატები... შემდეგი ჩვენი აქცია აქ კი არა, მთავრობის სახლთან ჩატარდება. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს. აცხადებე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, თავად შემოღობონ ეს ტერიტორია, რომელიც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ და დაიცვან. ისინი აპირებენ, პროტესტი აჭარის მთავრობის სახლის ტერიტორიაზე გადაიტანონ. ამ მიზნით, იგეგმება კარვების გაშლაც.

 

 

მსგავსი სიახლეები