მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ბავშვებს - მეუფე იაკობი პანსიონში ომბუდსმენის შეშვებაზე

15.06.21 17:31
მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ბავშვებს - მეუფე იაკობი პანსიონში ომბუდსმენის შეშვებაზე

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი, ამბობს, რომ სახალხო დამცველს დაწესებულებაში მას შემდეგ შეუშვებს, რაც ჯერ პირადად შეხვდება. მისი თქმით, ბავშვები ჯერ დასტრესილები არიან და ამ სიტუაციაში მიზანშეწონილია, რომ არავინ მიაკაროს. 

აბსოლუტურად პირდაპირ გიპასუხებთ, სანამ არ გავერკვევი, ბოლომდე რა ხდება, მანამდე ეხლა ბავშვებთან შეშვებაზე, ძალიან დასტრესილი არიან ბავშვები და  შემოვიდეს და კითხვა დაუსვას, აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები. მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს, მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდეგ დავილაპარაკებთ, სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე, დალაგება მინდა სიტუაციის", - ამბობს მეუფე იაკობი. 

მსგავსი სიახლეები