კვალი შაბათ დილიდან იკარგება, არსად ჩანს - პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

15.06.21 18:44
კვალი შაბათ დილიდან იკარგება, არსად ჩანს - პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკვე მესამე დღეა, 24 წლის საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. 

პოლონეთში ქართული სათვისტომოს ინფორმაციით, დიტო ხელხელაური სახლიდან შაბათს დილას გავიდა და ამის შემდეგ არავის შეხმიანებია, ტელეფონი კი გამორთული აქვს. 

დაიკარგა ეს ბიჭი. შაბათ დილიდან იკარგება მისი კვალი, არსად ჩანს. ტელეფონიც მიუწვდომელი აქვს. ცხოვრობს ვარშავაში, თუ ვინმე იცნობთ, ან იცით, სადაც არის, გთხოვთ უთხარით, რომ დედამისს დაურეკოს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქალი, გიჟს ჰგავს… მისი სახელი და გვარია დიტო ხელხელაური. არის 24 წლის. მაიკო ოჩიაური (დედა)“, – წერენ ჯგუფში “ქართველები პოლონეთში“ 

ოჯახი დახმარებას პოლონეთში საქართველოს საელჩოსგან ითხოვს, რადგან პოლიცია ინფორმაციას ტელეფონით არ გასცემს.