დანაშაული, რომელზეც ყველა დუმდა - ქმრის ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა

15.06.21 20:18
დანაშაული, რომელზეც ყველა დუმდა - ქმრის ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა

სასტიკი მკვლელობა ბოლნისში - "ტვ პირველმა" სოფელ ნახიდურში მომხდარის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ადგილობრივებმა ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის შესახებ იცოდნენ, თუმცა სოფელში ყველა დუმდა. ცემით მოკლული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ "ოჯახური კონფლიქტი მათი საქმე არ იყო". 

არ დამინახავს, რა მოხდა. ქმარმა ცოლს დაარტყაო. ცუდად გახდა და გარდაიცვალაო. როგორც ვიცი - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

სასტიკი მკვლელობა დღეს ბოლნისში მოხდა. ოჯახური კონფლიქტის დროს  მამაკაცი ქალს ძალის გამოყენებით გაუსწორდა, ამ დროს ქალი წაიქცა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.