შესაძლო ფულის გამოძალვა - მუხრანში მომხდარი შემზარავი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ გადაიღო

15.06.21 20:18
შესაძლო ფულის გამოძალვა - მუხრანში მომხდარი შემზარავი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ გადაიღო

პოლიცია მუხრანის ცენტრში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უშედეგოდ ეძებს. 30 წლის ბიჭმა 60 წლის კარის მეზობელს ხორცის საჭრელი დანა თავში ჩაარტყა და მიიმალა. 

ირკვევა, რომ მოკლულს ხორცის ბიზნესი ჰქონდა, სავარაუდო დამნაშავე კი მას ფულს სძალავდა. შემზარავი დანაშაული სათვალთვალო კამერამ გადაიღო, თუმცა მეხუთე დღეა, დამნაშავე თავისუფლად დადის. 

მომხდარს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დღეს მოკლული კაცის 27 წლის შვილმა თავი ჩამოიხრჩო. 

მსგავსი სიახლეები