არ იქნება ცუდი - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის ახალ ინიციატივაზე
20 ივნისისი აქციის დაშლის დროს დაზარალებული ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის ახალ ინიციატივას იწონებს, თუმცა მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გამო მაინც აკრიტიკებს.
რაც არ უნდა კანონპროექტი შემუშავდეს, ამნისტია თავისი პოლიტიკური და მორალური არსით არის მიუღებელი და ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური, როდესაც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და საერთაშორისო ლეგიტიმაცია მისცა საკუთარი თავის ამნისტიას „ქართული ოცნების“ მიერ, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, კანონპროექტი, რომელშიც თეორიულ დონეზე მაინც იქნება გაწერილი, ასე ვთქვათ, უკეთესი პირობები შეექმნებათ რეაბილიტაციის და ჯანმრთელობის აღდგენის, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ცუდი, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ოპოზიცია 20 ივნისის დაზარალებულებისათვის სიცოცხლის ბოლომდე ფულადი კომპენსაციის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციის ორი ფრაქცია პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირებს.