მომავალი ქურდი ვარ ცხოვრებით- ქუთაისში ბარის მეპატრონეს „ქურდული წესებით“ თანხის გადახდა დააკისრეს (ფარული ჩანაწერი)

16.06.21 12:13
მომავალი ქურდი ვარ ცხოვრებით- ქუთაისში ბარის მეპატრონეს „ქურდული წესებით“ თანხის გადახდა დააკისრეს (ფარული ჩანაწერი)

ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ირკვევა, რომ ქუთაისში ბარის მეპატრონეს „ქურდული წესებით“ თანხის გადახდა დააკისრეს. 

შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე სამი პირია დაკავებული. საქმეში დევს ფარული ჩანაწერი, რომელშიც ე.წ. ქურდული გარჩევაა ასახული.  

- შენ თუ ქუჩაში არ ხარ, შენ იქ არავისთვის არაფერი არა ხარ...

თ.ჩ. - გაგეცნობი ძმაო, შემოგევლეთ, თ.ჩ. ვარ, ძმაო და ვისაც არ გიცნობთ ბრატ, მომავალი ქურდი ვარ ცხოვრებით. სიმონ, შემოგევლეთ სუყველას. 

რ.ფ. - მაინტერესებს მე იმიტომ, რომ მაგ ფულით, ამ მთლიანი ფულით, ვაპირებდი, სხვა გეგმები მქონდა. ვალი მქონდა. ოჯახის ფული იყო და რაღაცა კაროჩე, ხო აზრზე ხარ? და რატო მხვდება მე ამდენი?

- ქურდულად ასე წყდება, მაგიც უთხარი, ძმაო...

თ.ჩ. - ვიცი შენ, რომ უთხარი და როგორ ხდება.

დ.ს. - ხო დაგჭირდა ქუჩის ბიჭები ახლა, ხომ დაგჭირდა? დაგჭირდება კიდე, ხომ უნდა გქონდეს მისასვლელი პირი ვინმესთან ქუჩაში?

დ.ს. - უბანში რომ დარეკავენ, ხომ უნდა დაგახასიათოს, ვინმემ ხომ უნდა თქვას კაი, თუ გლახა გინდა, რომ თქვას - არ ვიცი, მაგი ვინ ჯანდაბა არის, არ ვიცი მეო. როცა მე შემიძლია, ვთქვა - კი, მე მაგას ვიცნობ, კაი ბიჭია, ასეა, ჩვენებურია და მიღებული აქვს წვლილი ხან საერთო საქმეში, ხან იგი... ვეტყვი, რომ უნდა მოგიდგნენ ასე, მოგიდგნენ ასე, კოხტად, გაიგე?!

საქმის მასალების თანახმად, 

ერთ-ერთმა ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან თანამზრახველებთან ერთად თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.