მკვლელობა მუხრანში - პროკურატურამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

16.06.21 12:22
მკვლელობა მუხრანში - პროკურატურამ  პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,
-  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.