დაჭრა ქუთაისში - ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ

16.06.21 13:28
დაჭრა ქუთაისში - ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ

ქუთაისის ცენტრში შუახნის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. რაც შეეხება დაჭრილს, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მარჯვენა ფეხის მიდამოებში აღენიშნება. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ ერთ-ერთმა გაქცევა სცადა, რა დროსაც აედევნენ და მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს. 

მეორე ვერსიით,  ბრმა ტყვია მოხვდა მამაკაცს, რომელიც კონფლიქტის დროს ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. 

მედიკოსების თქმით, დაჭრილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უტარდება.