მეუფე სპირიდონი დაგვპირდა, ხანდახან ჩამოგაკითხავთო - პანსიონის პედაგოგი

16.06.21 13:36
მეუფე სპირიდონი დაგვპირდა, ხანდახან ჩამოგაკითხავთო -  პანსიონის პედაგოგი

ნინოწმინდაში  მეუფე იაკობს ელოდებიან, რომელმაც დღეს რეორგანიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. დღესვე იგეგმება ტერიტორიიდან რამდენიმე აღსაზრდელის გაყვანაც. ბენეფიციარები აცხადებენ, რომ როგორც კი მეუფე ნიკოლოზი მათ თანხმობას განუცხადებს, ისინი დაემშვიდობებიან თანატოლებს და პანსიონს დატოვებენ.

დღესვე პანსიონს რამდენიმე აღმზრდელიც დატოვებს. როგორც პედაგოგები აცხადებენ, თავშესაფარში 23 ბენეფიციარია და აღმზრდელთა ასეთი რაოდენობა საჭირო აღარ არის.

პედაგოგები აცხადებენ, რომ პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი მათ დაემშვიდობა, თუმცა შეპირდა, რომ ხანდახან მათ მოინახულებს.

მეუფე სპირიდონი დაგვემშვიდობა, მაგრამ შეგვპირდა, ხანდახან ჩამოვალო. ამის პირობა ახალმა ხელმძღვანელმა მოგვცა.

დღეს მეუფე იაკობი ჩამოვა პანსიონში და რაც აღასზრდელებმა თხოვეს, ყველაფერს ჩამოუტანს, ეს იქნება პროდუქტი, თუ ტკბილეული - აცხადებს პანსიონის პედაგოგი.                                                                           

 მეუფე იაკობი დღეს უნდა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეებს, რაც პანსიონში აღიძრა.  თუ  გამოიკვეთა პედაგოგთა მხრიდან გადაცდომა, როგორც თავად აღნიშნა, დასჯის ზომებს  მიიღებს.

დღესვე უნდა გადაწყდეს, მედიას დაუშვებენ თუ არა პანსიონის ტერიტორიაზე.                                            

მსგავსი სიახლეები