გადაწყვეტილება მიღებულია - მეუფე იაკობმა პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვა
საკადრო ცვლილებები ნინოწმინდის პანსიონში - მეუფე იაკობმა დაწესებულებიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.
როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონში 19 თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას.
"მეტის საჭიროება არ არის"- ამბობს სასულიერო პირი.
"ტვ პირველის" კითხვა - რა პრინციპით გათავისუფლდნენ თანამშრომლები, მეუფე იაკობმა უპასუხოდ დატოვა.