გაბზარული კედლები და ჩამტვრეული იატაკი - რა ხდება "ქართუს" მიერ რეაბილიტირებულ ნიკოსეული სასახლეში (ფოტოები)

16.06.21 15:06
გაბზარული კედლები და ჩამტვრეული იატაკი - რა ხდება "ქართუს" მიერ რეაბილიტირებულ ნიკოსეული სასახლეში (ფოტოები)

გაბზარული კედლები, ჩამტვრეული იატაკი და ჩამოცვენილი ბათქაში - ასე გამოიყურება ზუგდიდში მდებარე  ახლადრეაბილიტირებული  ნიკოსეული სასახლე. სასახლის პირველ სართულზე არსებულ ორ ოთახში იატაკის დემონტაჟი განორციელდა. როგორც სასახლის კურატორი აცხადებს, მაღალი ნესტიანობის შედეგად შენობის პირველ სართულზე სოკო გავრცელდა, რამაც იატაკი და კედლის გარკვეული ნაწილი დააზიანა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია კომპანია რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა და უახლოეს მომავალში პრობლემის აღმოფხვრა მოხდება.

ფოტოები და ინფორმაცია თავდაპირველად ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, მაია კალანდიამ გაავრცელა.

მისი თქმით, ძეგლი, რომლის რეაბილიტაცია ფონდმა ,,ქართუმ" განახორციელა, დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ის რეაბილიტაციამდე იყო. 

2007-2009 წლებში,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და  კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ჩატარდა -  ნიკოსეული სასახლისა და მთავარ დადიანთა რეზიდენციის შენობების (დედოფლისეული სასახლე)  სარეაბულიტაციო კვლევები. პირადად ჩამოსული იყო ბატონი  Nika Vacheishvili , შემდგომ მოიწვიეს დარგის სპეციალისტები უცხოეთიდან, რათა შეფასება ყოფილიყო სწორი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულიყო სწორად. აღნიშნულ საკითხში პირადად იყო ჩართული  საქართველოს  მესამე  პრეზიდენტი, ბატონი Mikheil Saakashvili , დაიდო  ასეთი წინასწარი შეფასება, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე  ნიკოსეულ სასახლეს სჭირდებოდა, მინიმუმ  ერთი მილიონი დოლარის გაწმენდითი და წინასარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგანაც სასახლის სარდაფიდან გამავალი წყლის საწრეტი სისტემა, თიხის მილების გაყვანილობა,  რომელიც იქაურობას, ირგვლივ მდებარე  ჭარბი წყლებიდან ათავისუფლებდა, ოთხმოციან წლებში, სასახლის ეზოში გაკეთებულმა  შადრევანმა შეიწირა...  ჭარბი ტენისა და სხვადასხვა მიზეზთა  შედეგად, ნიკოსეულ სასახლეს, გაუჩნდა სოკოვანი დაავადება, რომელსაც დასჭირდებოდა დარგობრივ სპეციალისტთა ჩარევა და თუნდაც, შენობის თითოეულ აგურამდე მისვლა და იუველირის დონეზე, ანუ ნემსებით წამლების შესხურება, მისი შეწამვლა და განკურნება.
...და მოვიდნენ ქოცები. სასახლეს ჩაუტარეს ,, რეაბილიტაცია'', გახსნეს საზეიმოდ, გაგვლანძღეს ნაცები, აქეს დიადი ბიძინა. 
ექსკლუზიური კადრები ნიკოსეული სასახლიდან, რომლის  რეაბილიტაცია გააკეთა  ფონდმა ,,ქართუმ'', დამპალი იატაკი და კედლები, ფაქტიურად იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე რეაბილიტაციამდე, როგორც გავიგე, ხელახლა აპირებენ იატაკის დაგებასო!  
ალოო, ნუ ატყუებთ მამა-მარჩენალს,  არ გამოვა ასე და ამგვარად არაფერი, ავადმყოფს, ფერ-უმარილი კი არა, განკურნება სჭირდება - წერს სოციალურ ქსელში მაია კალანდია.
 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები